ავტორიზაცია

კლოპი: "ალისონმა ლივერპულის უკანალი კიდევ ერთხელ გადაარჩინა"

კლოპი: "ალისონმა ლივერპულის უკანალი კიდევ ერთხელ გადაარჩინა"
თარიღი 24 იან 2022, 13:58

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მადლობა გადაუხადა თავის მეკარეს, ალისონს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ შესრულებული სეივისთვის.

ალისონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კვირას "სელჰერსტ პარკზე" "ლივერპულის" ანგარიშით 3-1 გამარჯვებაში, ის რამდენჯერმე მართლაც დაეხმარა თავის გუნდს.

კლოპი მადლიერია თავისი პირველი ნომრის და "წითლების" უხეირო თამაშს შესვენების შემდეგ დაღლილობით ხსნის: "მე ვუთხარი მას: მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გადაარჩინე ჩვენი უკანალი.

მან თქვა: ეს ჩემი საქმეა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გეხმარება, როდესაც გყავს მსოფლიო დონის მეკარე! დღეს იყო ცოტა ჯეკილის და ჰაიდის თავგადასავლის სტილის ფეხბურთი.

თქვენ ნახეთ, რამდენად კარგები შეგვიძლია ვიყოთ. პირველ 35 წუთში ჩვენ წარმოუდგენლად კარგები ვიყავით. ეს იყო დატვირთული კვირა არსენალთან მატჩისთვის მოგზაურობით.

მე სხვა ახსნა არ მაქვს, ლივერპულის ჩავარდნაზე მეორე გოლის შემდეგ, გარდა დაღლილობისა. დაცვით ხაზში დაუდევრები ვიყავით. მეორე ტაიმში პრესინგი არ შეგვეძლო.

წინა ხაზი ძალიან მაღლა იშლებოდა და იყო ხარვეზები. ჩვენ ისინი თამაშგარეში არ დავიჭირეთ და ეს ჩვენი ბრალია", - ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს talkSPORT-ი.