ავტორიზაცია

მადა ჭამის დროს მოდის - ალვარესის შემდეგ, სიტი კიდევ ერთ ფორვარდზე გადაერთვება

მადა ჭამის დროს მოდის - ალვარესის შემდეგ, სიტი კიდევ ერთ ფორვარდზე გადაერთვება
თარიღი 24 იან 2022, 15:36

"მანჩესტერ სიტი" "რივერ პლეიტის" თავდამსხმელს, ხულიან ალვარესს იყიდის. ESPN-ის ცნობით, ინგლისური კლუბი 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "მილანს" უსწრებს.

ტრანსფერის ჯამური თანხა 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს არ აღემატება. "მანჩესტერ სიტისა" და "რივერ პლეიტს" მხოლოდ რამდენიმე დეტალი რჩება შესათანხმებელი.

ალვარესი სავარაუდოდ "ქალაქელებს" ზაფხულში შეუერთდება. ამ სეზონის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ის იჯარით იქნება "რივერ პლეიტში" ან სხვა კლუბში.

არგენტინელი თავდამსხმელი განიხილება, როგორც "მანჩესტერ სიტის" მთავარი გუნდის დამატება, მაგრამ მისი გადაადგილება არ გააუქმებს კლუბის გეგმებს, რაც ზაფხულში სხვა თავდამსხმელის შეძენას გულისხმობს.

პოტენციური სამიზნეებია დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი და "ტოტენჰემის" ლიდერი, ჰარი კეინი. გასულ სეზონში ალვარესმა არგენტინაში 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.

ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების დეტალები - რაში შეეპარა ეჭვი პორტუგალიელს?!