ავტორიზაცია

რა კავშირშია დე იონგის ბარსელონაში დარჩენის აუცილებლობა ჰოლანდის ტრანსფერთან?

რა კავშირშია დე იონგის ბარსელონაში დარჩენის აუცილებლობა ჰოლანდის ტრანსფერთან?
თარიღი 24 იან 2022, 15:51

"ბარსელონამ" შეცვალა გეგმები თავდამსხმელ, ლუკ დე იონგთან დაკავშირებით, ის "კადისში" არ გადავა. "სევილიას" თავდამსხმელს იჯარა არ შეუწყდება, კატალონიური კლუბი 31 წლის თავდამსხმელს ივნისამდე ინარჩუნებს, წერს Cope.

დე იონგმა, რომელმაც იანვარში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა, შეცვალა "ბარსას" ხელმძღვანელობის აზრი საკუთარ თავზე. კატალონიური კლუბი თავდამსხმელს იჯარას არ შეუწყვეტს და ამ პოზიციაზე ფეხბურთელს ზამთარში არ გაიფორმებს.

"ბლაუგრანას" მენეჯმენტი გამოიყენებს დანაზოგს, რათა განახორციელოს ერლინგ ჰოლანდის გრანდიოზული ტრანსფერი დორტმუნდის "ბორუსიადან" მომავალ ზაფხულს.

გაითვალისწინეთ, რომ "ბარსამ" უკვე შეათანხმა დე იონგის წასვლის პირობები "კადისთან", სადაც ის უნდა წასულიყო და "სევილიასთანაც", მაგრამ ეს გარიგება არ შედგება. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა "ბარსას" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 4 გოლი გაიტანა.