ავტორიზაცია

სიტიმ არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერი შეათანხმა

სიტიმ არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერი შეათანხმა
თარიღი 24 იან 2022, 17:53

„რივერ პლეიტის“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესი უახლოეს პერიოდში „მან სიტის“ ფეხბურთელი გახდება.

ინგლისის ჩემპიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის და „რივერში“ ნახევარი წლით იჯარით დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN იტყობინება.

თავად არგენტინელ ფეხბურთელს „სიტი“ 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და დიდი ალბათობით, შეთანხმება უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული.

„სიტის“ გარდა ალვარესით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი ფინანსური უთანხმოების გამო არ შედგა.

ალვარესს "რივერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება. არგენტინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მან 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.