ავტორიზაცია

ობამეიანგი მზადაა არსენალი დატოვოს, თუმცა თავისი პრიორიტეტები აქვს

ობამეიანგი მზადაა არსენალი დატოვოს, თუმცა თავისი პრიორიტეტები აქვს
თარიღი 24 იან 2022, 18:09

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ევროპაში დარჩენას აპირებს, თუ „მეთოფეების“ რიგების დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოუწევს.

The Athletic-ის ინფორმაციით, გაბონელი თავდამსხმელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა „ალ ნასრს“ სურს შემდგომ 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.

ობამეიანგი ამ ტრანსფერს განიხილავს, თუმცა უპირატესობას ევროპულ კლუბებს ანიჭებს და ურჩევნია მათ შემოთავაზებას დაელოდოს.

2021 წლის 14 დეკემბერს ობამეიანგს „არსენალის“ კაპიტნის სამკლაური დისციპლინარული დარღვევების გამო ჩამოართვა და მას შემდეგ, ფეხბურთელი გუნდის მაისურით მოედანზე აღარ გასულა.

მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა პრემიერ ლიგის 14 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.