ავტორიზაცია

ლინგარდს ნიუკასლი ეპატიჟება, ფეხბურთელი ამ გუნდში მხოლოდ ერთი პირობით გადავა

ლინგარდს ნიუკასლი ეპატიჟება, ფეხბურთელი ამ გუნდში მხოლოდ ერთი პირობით გადავა
თარიღი 24 იან 2022, 18:21

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი, „ნიუკასლის“ ინტერესთა სფეროში შედის.

თუმცა, Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი „კაჭკაჭების“ რიგებში სრულფასოვანი ტრანსფერისთვის მზად არ არის და მხოლოდ იჯარის ვარიანტს განიხილავს.

29 წლის ლინგარდს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მას ნაადრევად არ სურს თავისი მომავლის გადაწყვეტა, ამიტომ „ნიუკასლში“ მხოლოდ იჯარით გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ლინგარდმა ყველა ტურნირზე 14 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. 

ახალი კლუბის შერჩევამდე, ლინგარდს სურს დარწმუნდეს, რომ საკმარის სათამაშო დროს მიიღებს და ახალ კლუბს სწორედ ამ მოთხოვნის გათვალისწინებით აირჩევს.