ავტორიზაცია

თუ იანვარში არა, ზაფხულში მაინც - ვლაჰოვიჩმა სასურველი გუნდი შეარჩია და არსენალს უარი უთხრა

თუ იანვარში არა, ზაფხულში მაინც - ვლაჰოვიჩმა სასურველი გუნდი შეარჩია და არსენალს უარი უთხრა
თარიღი 24 იან 2022, 18:36

„ფიორენტინას“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა კარიერა სერია ა-ს გრანდში გააგრძელოს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სერბმა ფორვარდმა პირადი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ უკვე შეათანხმა, მისი წლიური ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.

ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში „არსენალიც“ მონაწილეობს, თუმცა დუშანს ლონდონურ გუნდში გადასვლა არ სურს და „იუვენტუსში“ იანვარშივე გადასვლას აპირებს. თუ ტრანსფერი 31 იანვრამდე არ შედგა, დუშანს ზაფხულშიც სწორედ „ალიანც სტედიუმზე“ სურს გადაბარგება.

„ფიორენტინას“ 21 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურს. წინა კვირას „იუვემ“ „იებს“ 35 მილიონი ევრო და დეიან კულუშევსკი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

„ვიოლას“ ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხის მიღება სურს და ტრანსფერში სხვა მოთამაშეების ჩართვას ეწინააღმდეგება. 

70 მილიონი ევრო, რომელსაც „ფიორენტინა“ ვლაჰოვიჩში ითხოვს - „იუვეს“ სრული ბიუჯეტია უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრისთვის და თუ ტურინელები ამ ფულს ერთ ფეხბურთელში გადაიხდიან, მაშინ გაყიდვების გარეშე სხვა ტრანსფერებს ვეღარ განახორციელებენ.