ავტორიზაცია

ბაიერნის მცველმა ახალი კონტრაქტის შემოთავაზება უარით გაისტუმრა და გუნდს ზაფხულში უფასოდ დატოვებს

ბაიერნის მცველმა ახალი კონტრაქტის შემოთავაზება უარით გაისტუმრა და გუნდს ზაფხულში უფასოდ დატოვებს
თარიღი 24 იან 2022, 20:08

ისევე, როგორც გასულ ზაფხულს დავიდ ალაბა, ამ სეზონის ბოლოს „ბაიერნს“ უფასოდ კიდევ ერთი მცველი დატოვებს.

ფაბრიციო რომანო თავის კოლეგა კრისტიან ფალკზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ნაკრების მცველმა „ბაიერნის“ ახალი კონტრაქტის შემოთავაზება უარით გაისტუმრა და დიდი ალბათობით, გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

როგორც „ბაიერნი“ აცხადებს, ფეხბურთელისთვის ეს ბოლო შეთავაზება იყო და ისინი მისთვის ახალი წინადადებით მიმართვას არ აპირებენ და მოსაფიქრებლად დრო თებერვლის ბოლომდე მისცეს.

თუმცა, როგორც ჩანს, სულეს თებერვლის ბოლომდე დრო არ დასჭირდა და მან „ბაიერნი“ უარით ახლავე გაისტუმრა.

სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან „ჩელსი“ და „ბარსელონა“, რომლებიც მზად არიან გერმანელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირონ.