ავტორიზაცია

ბენზემას ტრავმის სიმძიმე ცნობილია - ითამაშებს თუ არა ფრანგი ბილბაოსთან 1/4-ფინალში?

ბენზემას ტრავმის სიმძიმე ცნობილია - ითამაშებს თუ არა ფრანგი ბილბაოსთან 1/4-ფინალში?
თარიღი 24 იან 2022, 20:17

ცნობილი გახდა კარიმ ბენზემას ტრავმის ზუსტი დეტალები, რომელიც მან „ელჩესთან“ მატჩში (2:2) მიიღო.

ფრანგს მარჯვენა ბარძაყის ზედაპირის კონტრაქტურა (მოძრაობის შეზღუდვა) დაუდგინდა.

როგორც COPE იტყობინება, ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ბენზემას მონაწილეობა „ბილბაოსთან“ 3 თებერვალს გასამართ შეხვედრაში - დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

იმისთვის, რომ ბენზემამ თასის ¼-ფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხოს, მან სარეაბილიტაციო პროცესი უნდა დააჩქაროს, ეს კი თავის მხრივ რისკს შეიცავს, რადგან „პსჟ-სთან“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება ახლოვდება. ამიტომ, დიდი შანსია, „ბილბაოსთან“ კარიმი მოედანზე ვერ ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, „სან მამესზე“ გასამართ შეხვედრაში „რეალს“ ვერ დაეხმარებიან ედერ მილიტაო, როდრიგო, ვინისიუსი, კაზემირო და ვალვერდეც, რომლებიც ნაკრების განკარგულებაში 26 იანვარს უნდა გამოცხადდნენ.