ავტორიზაცია

ლივერპული და სიტი პსვ-ს საუკეთესო ბომბარდირით ინტერესდებიან, საქმეში ბაიერნიც არის

ლივერპული და სიტი პსვ-ს საუკეთესო ბომბარდირით ინტერესდებიან, საქმეში ბაიერნიც არის
თარიღი 24 იან 2022, 20:21

„პსვ-ს“ ვინგერი კოდი გაკპო შესაძლოა ახალ კლუბში გადავიდეს.

22 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულის“ და „მანჩესტერ სიტის“ ყურადღება მიიპყრო. ასევე, ფეხბურთელით „ბაიერნიც“ აქტიურად ინტერესდება.

თუმცა, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ გაკპომ ჯერჯერობით ევროპული გრანდები უარით გაისტუმროს და ჰოლანდიურ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივოს.

ერედივიზიის მიმდინარე სეზონში გაკპომ 15 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა და ამჟამად ის „პსვ-ს“ საუკეთესო ბომბარდირია.

Voetbal International-ის ინფორმაციით, „ლივერპულმა“ და „სიტიმ“ საკუთარი ინტერესი არ დამალეს და ფეხბურთელს პოტენციური ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ კიდეც.