ავტორიზაცია

"იდიოტიზმი, სხვა ვერაფერს დავარქმევ", - ბლატერი ფიფას ახალ ინიციატივას აკრიტიკებს

"იდიოტიზმი, სხვა ვერაფერს დავარქმევ", - ბლატერი ფიფას ახალ ინიციატივას აკრიტიკებს
თარიღი 24 იან 2022, 21:01

ფიფას ექს-პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარების იდეა გააკრიტიკა.

„იდიოტიზმია, სხვა ვერაფერს დავარქმევ. აქ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ როგორც კი ფიფას პრეზიდენტად ამირჩიეს, მაშინვე გავაჟღერე აზრი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება შეგვიძლია.

თუმცა, ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმა მაშინვე მითხრეს, რომ ვცდები.

კალენდარი ძალიან გადატვირთულია. ყველა საუკეთესოების თამაშის ყურება სურს, მაგრამ ისინი უკვე გადატვირთულები არიან როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.

ფიფას საძირკველს კლუბები შეადგენენ და არა ნაკრებები, ეს სისულელეა. მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება შეუძლებელია და ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია.“ - აღნიშნა ბლატერმა.