ავტორიზაცია

ხავი: "0:0 რომ დამთავრებულიყო, ამ მატჩის შესახებ სულ სხვანაირად დაწერდნენ"

ხავი: "0:0 რომ დამთავრებულიყო, ამ მატჩის შესახებ სულ სხვანაირად დაწერდნენ"
თარიღი 24 იან 2022, 21:05

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „ალავესთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვება (1:0) შეაფასა.

„ჩვენს სიმართლეს შედეგი ამტკიცებს. 0:0 რომ დამთავრებულიყო, ამ მატჩის შესახებ სულ სხვანაირად დაწერდნენ, მაგრამ უნდა გჯეროდეს. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მოყინულ გაზონზე. უფრო თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ.

მაგრამ თამაშით კმაყოფილები ხართ?

ჩვენ ვერ ვხვდებოდით, როდის უნდა შეგვეტია, როდის ბურთ დაგვეთმო და როდის - თავისუფალი სივრცეები აგვეთვისებინა. არც ისე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამი შესანიშნავი ქულა მოვიპოვეთ.

წინ ორკვირიანი პაუზაა, რას გაძლევთ ეს გამარჯვება?

ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ახლა ეს ჩვენი სამიზნეა, ამისთვის ვიბრძვით.

დასვენება წაგვადგება, საშუალებას მოგვცემს სათამაშო მოდელზე ვიმუშავოთ და ფეხბურთელების გამოჯანმრთელებას დაველოდოთ. დროა საჭირო, მაგრამ ახლა მე ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდმა ეს დაიმსახურა.“ - აღნიშნა ხავიმ.