ავტორიზაცია

მადრიდში ბენზემას სახლი გაქურდეს იმ დროს, როცა ის ელჩესთან თამაშობდა

მადრიდში ბენზემას სახლი გაქურდეს იმ დროს, როცა ის ელჩესთან თამაშობდა
თარიღი 24 იან 2022, 21:16

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას სახლი გაქურდეს.

ABC-ს ინფორმაციით, ქურდები ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე ვილაში გუშინ საღამოს შეიპარნენ, იმ დროს როცა ბენზემა „ელჩესთან“ მატჩში (2:2) იღებდა მონაწილეობას.

მძარცველებმა ფანჯრები უროთი შეანგრიეს და ბევრი ძვიღადღირებული ნივთი გაიტანეს.

პოლიცია დანიშნულების ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც სახლში მისულმა ბენზემამ სიგნალიზაცია ჩართო. ახლა პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, თუ რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია თავიდანვე.

საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბენზემას სახლს ძარცვავენ - ანალოგიური რამ 2019 წელს მოხდა, როცა ფრანგი ფორვარდი „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშობდა.