ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერის რეკომენდაცია ჯერარდმა სუარესისგან მიიღო

ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერის რეკომენდაცია ჯერარდმა სუარესისგან მიიღო
თარიღი 24 იან 2022, 23:33

ლუის სუარესმა "ასტონ ვილას" მენეჯერ, სტივენ ჯერარდს ურჩია როდრიგო ბენტანკურის შეძენა. სუარესი და ჯერარდი ერთად თამაშობდნენ "ლივერპულში"
და როგორც ჩანს, ისინი ახლაც მეგობრები არიან.

"იუვენტუსს" ჰყავს რამდენიმე გასაშვები ნახევარმცველი, მათ შორის ბენტანკური და "ბიანკონერის" შეუძლია ურუგვაელი საყრდენი ნახევარმცველის გაყიდვა გონივრულ ფასად.

"ვილა" ბოლო დროს ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ კლუბად იქცა და მათ სურთ გააგრძელონ ფულის დახარჯვა, რათა გუნდში ძვირფასი მოთამაშეები მოვიდნენ.

Fichajes.net იტყობინება, რომ ჯერარდი არ არის მთლად კმაყოფილი დუგლას ლუისის წვლილით და სურს იხილოს ბენტანკური "ასტონ ვილაში", რათა ბრაზილიელს კონკურენცია გაუწიოს.

ჯერარდმა დაურეკა სუარესს, რომელმაც აუხსნა, რატომ უნდა გაეფორმებინა მას თავისი თანამემამულე. მალე "იუვემ" შესაძლოა პრემიერ ლიგის გუნდისგან ოფიციალური შეთავაზება მიიღოს.