ავტორიზაცია

"დრო პსჟ-ს წინააღმდეგ მოქმედებს, მათ რეალის შემოთავაზება უნდა მიეღოთ", - ვენგერი მბაპეზე

"დრო პსჟ-ს წინააღმდეგ მოქმედებს, მათ რეალის შემოთავაზება უნდა მიეღოთ", - ვენგერი მბაპეზე
თარიღი 25 Jan 2022, 01:20

„არსენალის“ ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა, რომელსაც სეზონის ბოლოს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ეწურება.

„დრო „პსჟ-ს“ წინააღმდეგ თამაშობს. ჩემი გამოცდილებით, რაც უფრო დიდხანს ცდილობ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მით უფრო რთულდება ეს საკითხი.

„პსჟ“ მბაპეს ახალ ხელშეკრულებაზე უკვე წელიწადნახევარია ვერ უთანხმდება. ის მათი სათამაშო სტილისთვის შეუცვლელია. თუმცა, ცოტა დრო დარჩა და ახლა მას ნებისმიერ გუნდთან შეუძლია კონტრაქტის გაფორმება.

გასულ ზაფხულს „პსჟ-ს“ „რეალისგან“ ძალიან სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა. მათ 180 მილიონზე თქვეს უარი, რაც „პსჟ-სთვისაც“ კი უდიდესი თანხაა.

როცა მათ ამხელა ფულზე თქვეს უარი, მაშინ ორი ვარიანტია: ან საკუთარ თავს უთხრეს: „ეს სეზონი შესანიშნავად უნდა ჩავატაროთ, რადგან მესი გვყავს და მბაპეს დაკარგვის უფლება არ გვაქვს“, ან კი იფიქრეს, რომ მისი დარჩენაზე დაყოლიება შეეძლებათ.“ - აღნიშნა ვენგერმა ინტერვიუში.