ავტორიზაცია

"ასეთ სიტუაციაში ყოფნა ბევრს არ მოსწონს", - კეილორ ნავასი დონარუმასთან კონკურენციაზე

"ასეთ სიტუაციაში ყოფნა ბევრს არ მოსწონს", - კეილორ ნავასი დონარუმასთან კონკურენციაზე
თარიღი 25 იან 2022, 01:54

„პსჟ-ს“ გოლკიპერმა, კეილორ ნავასმა, ჯანლუიჯი დონარუმასთან კონკურენციაზე ისაუბრა.

ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი „პარკ დე პრენსზე“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას შემდეგ რაც „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. თუმცა, ამ სეზონში მას „პსჟ-ში“ სათამაშო დროის გაყოფა კოსტა-რიკელ მეკარესთან უწევს, რაც, თუ პრესას დავუჯერებთ, მას ძალიან არ მოსწონს.

„ჩვენთვის ეს საკმაოდ კონკურენტული სეზონია. კონკურენცია ყოველთვის კარგია, მაგრამ მგონია, რომ ინდივიდუალურ დონეზე ასეთ სიტუაციაში ყოფნა ბევრს არ მოსწონს.

მე მგონია, რომ ორივეს მუდმივად თამაში გვსურს, რომ გუნდს მაქსიმალურად ხშირად დავეხმაროთ. 

იმისთვის, რომ უფრო მეტი ითამაშო და მუდმივი ადგილი მოიპოვო სასტარტო შემადგენლობაში, უნდა იმუშავო და დარწმუნდე, რომ მწვრთნელი გენდობა.“ - აღნიშნა ნავასმა.