ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - ანტონი მარსიალი იჯარით სევილიაში გადავიდა

შეთანხმება შედგა - ანტონი მარსიალი იჯარით სევილიაში გადავიდა
თარიღი 25 Jan 2022, 02:02

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „სევილიამ“ ანტონი მარსიალის ტრანსფერი შეათანხმეს.

ფრანგი ფეხბურთელი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ იჯარით გადაბარგდება.

ავტორიტეტული ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ამ წუთებში სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ტრანსფერი დაიხურა.

„სევილია“ მარსიალს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებს და მის ხელფასს სრულად თავად გადაიხდის - ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც „ემიუს“ ფეხბურთელის გაშვების წინ ჰქონდა.

უახლოეს საათებში, „მონაკოს“ ექს-ფეხბურთელი ესპანეთში ჩაფრინდება, სადაც ფორმალურ პროცედურებს გაივლის - სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს და კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც მას ანდალუსიელები ოფიციალურად წარადგენენ.

ტრანსფერი ყველაზე მეტად იმან დააჩქარა, რომ მარსიალს „იუნაიტედის“ დატოვება დაჟინებით სურდა და სწორედ „სევილიაში“ გადასვლა ჰქონდა პრიორიტეტად დასახული.

ეს იქნება მშრალი იჯარა, ანუ სეზონის ბოლოს ესპანურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ექნება. როგორც პრესამ გაარკვია, ესპანურ გუნდში გადასასვლელად მარსიალი ხელფასის შემცირებასაც კი დათანხმდა.