ავტორიზაცია

VIDEO: აფრიკის თასის მატჩის შემდეგ, სტადიონზე მოყოლილ ჭყლეტვაში 7 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა

თარიღი 25 იან 2022, 10:50

აფრიკის თასის 1/8-ფინალის მატჩის, კამერუნი - კომორას დასრულების შემდეგ, სტადიონზე მოყოლილ ჭყლეტვას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

არაოფიციალური ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე გულშემატკივარი კი მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ კამერუნმა კომორის კუნძულებს 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.