ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - კრისტიან ერიქსენი დიდ ფეხბურთში ბრუნდება

შეთანხმება მიღწეულია - კრისტიან ერიქსენი დიდ ფეხბურთში ბრუნდება
თარიღი 25 იან 2022, 10:55

დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი ფეხბურთში ბრუნდება.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ „ინტერის“ ექს-ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს - მან 6-თვიანი კონტრაქტი „ბრენტფორდთან“ შეათანხმა.

ინსაიდერის თქმით, კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, ერიქსენი გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით სეზონის ბოლომდე გადავა, თუმცა კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.

დიდი ალბათობით, ტრანსფერი ოფიციალურად ხვალ, 26 იანვარს უნდა დადასტურდეს.

იტალიურმა „ინტერმა“ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა, რადგან ევრო 2020-ზე გადატანილი გულის შეტევის შემდეგ, მას დეფიბრილატორი დაუყენეს, რომლითაც სერია ა-ში თამაში აკრძალულია.