ავტორიზაცია

ლეო მესიმ ბარსელონაში ხავისთან და ბუსკეტსთან ერთად ისაუზმა

ლეო მესიმ ბარსელონაში ხავისთან და ბუსკეტსთან ერთად ისაუზმა
თარიღი 25 იან 2022, 11:01

„პსჟ-ს“ არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ, ორშაბათს, 24 იანვარს, კატალონიის ერთ-ერთ რესტორანში „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან ერთად ისაუზმა.

OnzeTv3-ის ინფორმაციით, მესისთან ერთად რესტორანში „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი და ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი იმყოფებოდა.

გუშინწინ, 23 იანვარს, მესიმ ერთთვიანი პაუზისა და გადატანილი კოვიდის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახერხა და ვერატის მეორე გოლზე ასისტიც მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ მესი არგენტინის ნაკრებშ არ გამოიძახეს, რათა მან უკეთ მომჯობინება მოახერხოს და უახლოესი მატჩებისთვის მოემზადოს. 

ამ სეზონში მესიმ „პსჟ-ს“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.