ავტორიზაცია

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის დახურვას ცდილობს - შეთავაზება ფიორენტინასთვის მზადაა

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის დახურვას ცდილობს - შეთავაზება ფიორენტინასთვის მზადაა
თარიღი 25 Jan 2022, 11:05

„ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გადასვლასთან არის ახლოს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინულმა გუნდმა 21 წლის სერბ ფორვარდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ის წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს. 

ახლა დარჩენილია კლუბების შეთანხმება და „იუვენტუსი“ უახლოეს პერიოდში „ფიორენტინას“ 60 მილიონ ევროს შესთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, „იები“ დუშანის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ.

პირველი შემოთავაზება ვიოლამ „იუვეს“ უკვე დაუბლოკა, როცა ტურინელები 35 მილიონ ევროს და დეიან კულუშევსკის სთავაზობდნენ.

ვლაჰოვიჩი „ფიორენტინას“ ფეხბურთელი 2018 წელს გახდა, როცა სერბული „პარტიზანიდან“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში დუშანმა სერია ა-ს 21 მატჩში 17 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. ასევე მის ანგარიშზეა თასის 3 მატჩი და 3 გოლი.