ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოთხ მწვრთნელს განიხილავს

მანჩესტერ იუნაიტედი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოთხ მწვრთნელს განიხილავს
თარიღი 25 იან 2022, 12:02

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ახალი სეზონისთვის მწვრთნელის ძიებას აგრძელებს და შორტ-ლისტში ოთხი კანდიდატი ჰყავს.

The Athletic-ის ინფორმაციით, გერმანელი რანგნიკი ამ სეზონს ჩაამთავრებს, თუმცა კლუბი მისთვის უფრო ხანგრძლივი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს. დიდი ალბათობით, ის სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

ამ ეტაპზე, ხელმძღვანელობა შემდეგ ვარიანტებს განიხილავს: მაურისიო პოჩეტინო, ერიკ ტენ ჰაგი, ლუის ენრიკე და ხულენ ლოპეტეგი.

ჯერჯერობით, ოთხივე ეს სპეციალისტი დაკავებულია: პოჩეტინო „პსჟ-ში“, ტენ ჰაგი „აიაქსში“, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში და ხულენ ლოპეტეგი - „სევილიაში“.

ფავორიტად არგენტინელი პოჩეტინო მოიაზრება, რომლის სეზონის ბოლოს გაშვებასაც „პსჟ“ არ გამორიცხავს, რადგან ზინედინ ზიდანის დანიშვნას აპირებს.