ავტორიზაცია

შოთა არველაძე ინგლისში დღეს ჩაფრინდება - ბრიტანული პრესა

შოთა არველაძე ინგლისში დღეს ჩაფრინდება - ბრიტანული პრესა
თარიღი 25 იან 2022, 12:42

ლეგენდარული ქართველი ექს-ფეხბურთელი შოთა არველაძე უახლოეს პერიოდში „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-იც ადასტურებს.

„ტრაბზონსპორის“ ექს-დამრიგებელი „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გრანტ მაკკენს შეცვლის. ასეთი გადაწყვეტილება ინგლისური გუნდის ახალმა მფლობელმა, თურქმა აჯუნ ილიჯალიმ მიიღო.

ინგლისში არველაძე უკვე დღეს უნდა ჩაფრინდეს, სადაც „ჰალ სიტისთან“ კონტრაქტს ხელს მოაწერს და მისი დანიშვნა ოფიციალურადაც ამის შემდეგ დადასტურდება.

არველაძის უკანასკნელი სამუშაო ადგილი უზბეკეთის „პახტაკორი“ იყო, რომელიც მან ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახადა. ასევე, მას თურქულ „კაიზერისპორსა“ და „ქასიმფაშაში“ და ებრაულ „მაკაბიში“ აქვს ნამუშევარი.

„ჰალ სიტის“ გარდა, არველაძის დანიშვნა რუსულ „კრასნოდარსაც“ სურდა.

ჩემპიონშიფში გატარებული 27 მატჩის შემდეგ, „ჰალ სიტი“ მე-19 ადგილს იკავებს.