დიდი ალბათობით, სეზარ ასპილიკუეტა ახალ სეზონს ბარსელონაში დაიწყებს
უდიდესი ალბათობით, „ჩელსის“ ესპანელი კაპიტანი სეზარ ასპილიკუეტა მომდევნო სეზონს სამშობლოში დაიწყებს.
El Chiringuito TV-ს ინფორმაციით, 32 წლის ასპილიკუეტამ, რომელსაც სეზონის ბოლოს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება, „ბარსელონასთან“ მიაღწია შეთანხმებას და ახალი სეზონიდან ლა ლიგის გრანდის შემადგენლობაში ითამაშებს.
„ბარსამ“ და ასპილიკუეტამ 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, რომლის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ასპილიკუეტა „ბარსაში“ გადავა არა იანვრის, არამედ მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ფეხბურთელმა „ჩელსის“ ახალი კონტრაქტის შემოთავაზება უარით გაისტუმრა, რადგან კარიერის სამშობლოში გაგრძელება ჰქონდა პრიორიტეტად დასახული.
32 წლის ასპილიკუეტამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.