ავტორიზაცია

ოპერაცია თუ კონსერვატიული მკურნალობა? ანსუ ფატიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ბარსელონას არ მოსწონს

ოპერაცია თუ კონსერვატიული მკურნალობა? ანსუ ფატიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ბარსელონას არ მოსწონს
თარიღი 25 იან 2022, 16:12

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ ოპერაციის ჩატარება იუარა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელს კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება არ სურს და კონსერვატიული მკურნალობა გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის მანძილზე ფატი და მისი ოჯახი „ბარსელონას“ წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდნენ, მათ შორის - ხავი ერნანდესს და ექიმ რიკარდ პრინუს. ორივე სპეციალისტს სურდა, რომ ანსუ ფატის ოპერაცია ჩაეტარებინა.

„ბარსელონამ“ ესპანელს ფინელ ექიმებთან მიმართვა ურჩია, რომლებმაც ადრე ოპერაცია უსმან დემბელეს გაუკეთეს.

იმ შემთხვევაში, თუ ფატი დათანხმდებოდა, მას 4-დან 6 თვემდე გაუცდებოდა. კონსერვატიული მკურნალობის დროს კი, დრო გაცილებით ნაკლებია - 6-დან 8 კვირამდე. უბრალოდ ტრავმის გამიზეზების დიდი რისკი იარსებებს.

ანსუ ფატის ოპერაციაზე უარის თქმის მიზეზი კი მისი წინა ოპერაციაა, რომელიც მან გასულ წელს მუხლზე გადაიტანა. მას ეუბნებოდნენ, რომ 4 თვე გაუცდებოდა, რეალურად კი გამოჯანმრთელებას თითქმის 1 წელი დასჭირდა.