ავტორიზაცია

კილიან მბაპე რეალს და პსჟ-ს საკუთარ გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის შემდეგ შეატყობინებს

კილიან მბაპე რეალს და პსჟ-ს საკუთარ გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის შემდეგ შეატყობინებს
თარიღი 25 Jan 2022, 16:31

„პსჟ-ს“ თავდამსხმელს კილიან მბაპეს ჯერ არცერთი კლუბისთვის არ უთქვამს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მან საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

Get French Football News-ის ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ამ ორი გუნდის დაპირისპირების ბოლომდე ჩამთავრებას ელოდება, ამის შემდეგ კი „რეალსაც“ და „პსჟ-საც“ შეატყობინებს, თუ რომელ მათგანთან გააფორმებს კონტრაქტს.

მოქმედი ხელშეკრულება ფრანგ შემტევს „პსჟ-სთან“ ზაფხულში იწურება. ამის გამო, მას 1 იანვრიდან აქვს საშუალება ნებისმიერ გუნდთან წინასწარი კონტრაქტი და გუნდს უფასოდ ზაფხულიდან შეუერთდეს.

პრესაში განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება - ჯერ იწერებოდა, რომ მბაპემ „რეალთან“ კონტრაქტი შეათანხმა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, შემდეგ კი გაჩნდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა „პსჟ-სთან“ მოკლევადიანი (2-წლიანი) კონტრაქტი გააფორმოს.

ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა „პსჟ-ს“ მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.