ავტორიზაცია

ჩისკოს და რანიერის შემდეგ, უოტფორდმა ამ სეზონში მესამე მთავარი მწვრთნელი აირჩია

ჩისკოს და რანიერის შემდეგ, უოტფორდმა ამ სეზონში მესამე მთავარი მწვრთნელი აირჩია
თარიღი 25 იან 2022, 16:39

ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი, უახლოეს პერიოდში „უოტფორდში“ დაინიშნება, საიდანაც ბოლო თვეებში ორი მწვრთნელი გაუშვეს: ჯერ ქართველებისთვის კარგად ცნობილი ჩისკო, შემდეგ კი კლაუდიო რანიერიც.

The Athletic-ის ინფორმაციით, 74 წლის სპეციალისტმა თანხმობა განაცხადა „უოტფორდის“ გაწვრთნაზე, რომელიც ამჟამად პრემიერ ლიგაში 14 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

დღეს საღამოს, ჰოჯსონი და მისი ასისტენტი რეი ლევინგსტონი ფეხბურთელებს შეხვდებიან და პირველ ვარჯიშსაც ჩაატარებენ.

ხანში შესული ინგლისელი სპეციალისტის უკანასკნელი სამუშაო ადგილი „კრისტალ პალასი“ იყო, რომლიდანაც ის გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს. გარდა ამისა, მას „ლივერპულში“, „ფულჰემში“ და „ინტერშიც“ აქვს ნამუშევარი.