ავტორიზაცია

ინტერი ნიუკასლს ატალანტას ერთ-ერთი ლიდერისთვის ბრძოლაში ამარცხებს - ტრანსფერი ახლოვდება

ინტერი ნიუკასლს ატალანტას ერთ-ერთი ლიდერისთვის ბრძოლაში ამარცხებს - ტრანსფერი ახლოვდება
თარიღი 25 იან 2022, 16:42

„ატალანტას“ გერმანელი ფლანგელი, რობინ გოსენსი კარიერას იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში გააგრძელებს.

ჟურნალისტის და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ინტერი“ და „ატალანტა“ გოსენსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ და უახლოეს პერიოდში მათი წარმატებით დასრულებაც არის მოსალოდნელი.

„ინტერის“ გარდა გოსენსის გადაბირებით „ნიუკასლიც“ ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში უპირობო ფავორიტად სწორედ „ნერაძური“ მოიაზრება.

ამავდროულად, გოსენსის ტრანსფერთან ერთად „ინტერს“ სტეფანო სენსი დატოვებს, რომელიც კარიერას „სამპდორიაში“ იჯარით გააგრძელებს.

რობინ გოსენსი „ატალანტაში“ „ჰერაკლესიდან“ 2017 წელს 1.17 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 157 მატჩში 29 გოლი და 20 ასისტი მიითვალა, Transfermarkt მის ღირებულებას 35 მლნ ევროდ აფასებს.