ავტორიზაცია

იან ობლაკს კორონავირუსი დაუდასტურდა

იან ობლაკს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 25 იან 2022, 17:48

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს, იან ობლაკს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

„როხიბლანკოს“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, სლოვენიელი გოლკიპერი კარანტინში გადავიდა და მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობით გააგრძელებს.

6 თბერვალს „ატლეტიკო“ ლა ლიგის მორიგი ტურის ფარგლებში სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ობლაკი „ატლეტიკოს“ კარს 2014 წლიდან იცავს და ამ პერიოდში 249 მატჩში 170 გოლი გაუშვა, ამ სეზონში კი მან 27 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და საკუთარი კარის ბადიდან ბურთი 36-ჯერ გამოიტანა.