ავტორიზაცია

მოურინიო მილანს მანჩესტერის მცველის ტრანსფერში ეცილება

მოურინიო მილანს მანჩესტერის მცველის ტრანსფერში ეცილება
თარიღი 25 იან 2022, 23:28

ჟოზე მოურინიო ერიკ ბაილისთან გაერთიანებას ელოდება, ხოლო იტალიური გამოცემა Foot Mercato ირწმუნება, რომ "რომა" შეუერთდა მის გარშემო არსებულ სატრანსფერო რბოლას.

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" ამ თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის შეძენით არის დაინტერესებული, მაგრამ მის ხელფასს პრობლემურ გარემოებად თვლის.

შედეგად, "რომა" ეძებს ბაილის შეძენის ვარიანტს, რომელსაც ამ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვს. მან ამ სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და შეიძლება იჯარით ან სამუდამოდ წავიდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მოურინიომ მიიყვანა ბაილი "იუნაიტედში", მისმა ურთიერთობამ მენეჯერთან შეიძლება აიძულოს იგი, რომ აირჩიოს "რომა" და არა "მილანი".