ავტორიზაცია

ტრანსფერი დაიხურა - მანჩესტერ სიტიმ აგუეროს შემცვლელად არგენტინელი თავდამსხმელი შეიძინა

ტრანსფერი დაიხურა - მანჩესტერ სიტიმ აგუეროს შემცვლელად არგენტინელი თავდამსხმელი შეიძინა
თარიღი 26 Jan 2022, 01:20

„რივერ პლეიტის“ არგენტინელი თავდამხსმელი, ხულიან ალვარესი, კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.

„სიტი“ ალვარესის სანაცვლოდ ბონუსების და სხვა გადახდების გათვალისწინებით 18.5 მილიონ ევროს გადაიხდის.

ხულიანი ინგლისის ჩემპიონთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და „რივერ პლეიტში“ ივლისამდე იჯარით დარჩება.

არგენტინის ჩემპიონატის გასულ სეზონში ალვარესმა 20 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 18 გოლი და 6 ასისტი მიითვალა, რითაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.