ლინგარდი მანჩესტერზე გაბრაზებულია და მშობლიური გუნდს კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა
ნახევარმცველ ჯესი ლინგარდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება რაც შეიძლება მალე სურს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი კლუბზე იმის გამოა გაბრაზებული, რომ მისი იჯარა ასე იწელება. მას სურს, რომ მანკუნიანელებმა „ნიუკასლის“ შემოთავაზება უმოკლეს დროში მიიღონ, რომელიც სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის იჯარით აყვანაში 5-6 მილიონი ფუნტის გადახდაზეც კი თანახმაა.
ლინგარდი ფიქრობს, რომ „იუნაიტედი“ მის მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენს. ის შიშობს, რომ სეზონის ბოლომდე „ემიუში“ მოუწევს დარჩენა და ეს მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან მისი აზრით, ხელმძღვანელობა ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან ის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს.
როგორც პრესა წერს, რალფ რანგნიკს ლინგარდის შენარჩუნება სურს, რადგან გუნდში სამომავლო კოვიდ-აფეთქებების და საკადრო პრობლემების შიში აქვს.
ამ სეზონში ჯეი ლინგსმა პრემიერ ლიგის მხოლოდ 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანა მოასწრო.