ავტორიზაცია

ოფიციალურად: უოტფორდმა ამ სეზონში მესამე მთავარი მწვრთნელის დანიშვნა დაადასტურა

ოფიციალურად: უოტფორდმა ამ სეზონში მესამე მთავარი მწვრთნელის დანიშვნა დაადასტურა
თარიღი 26 იან 2022, 01:25

ინგლისის ნაკრების ექს-მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა, „უოტფორდი“ ჩაიბარა, რომლიდანაც რამდენიმე თვის წინ ჯერ ჩისკო დაითხოვეს, შემდეგ კი გუშინ არც კლაუდიო რანიერი დაინდეს.

74 წლის სპეციალისტის მიერ გუნდთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები არ საჯაროვდება.

ჰოჯსონის უკანასკნელი სამუშაო ადგილი „კრისტალ პალასი“ იყო, რომლიდანაც ის გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს. გარდა ამისა, მას „ლივერპულში“, „ფულემსა“ და „ინტერშიც“ აქვს ნამუშევარი.

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან მიხვდით, ჰოჯსონი ამ სეზონში გუნდის უკვე მესამე მთავარი მწვრთნელის ჩისკო მუნიოსის და კლაუდიო რანიერის შემდეგ.

20 მატჩის შემდეგ „უოტფორდი“ პრემიერ ლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.