ვლაჰოვიჩის შემდეგ, არსენალმა ყურადღება იოვიჩზე გადაიტანა - რეალის პოზიცია ცნობილია
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვებას ვერ შეძლებს.
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდული გუნდი ამჟამად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რადგან გუნდის ორი სხვა ფორვარდი, კარიმ ბენზემა და მარიანო დიასი ტრავმირებულები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ამ თავდამსხმელის ტრავმა ხანგრძლივვადიანი და სერიოზული არ არის, „რეალი“ სერბი ფორვარდის გაშვებას მაინც ვერ რისკავს, რადგან ასეთ შემთხვევაში კოვიდ-აფეთქებების და საკადრო პრობლემების საფრთხის გამო, შეტევის შესუსტების რისკის ქვეშ დადგება.
იოვიჩის მიმართ ინტერესს „არსენალი“ იჩენს, თუმცა ლონდონელებს „რეალისთვის“ ოფიციალური შეთავაზებით არც მიუმართავთ. „მეთოფეებმა“ ლუკაზე ყურადღება მას შემდეგ გადაიტანეს, რაც სხვა სერბი თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ჩაუვარდათ, რომელიც კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
ლა ლიგის ამ სეზონში იოვიჩმა 11 არასრული მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.