ავტორიზაცია

უსმან დემბელე არ ნებდება და ლაპორტასთან პირადად შეხვედრა სურს

უსმან დემბელე არ ნებდება და ლაპორტასთან პირადად შეხვედრა სურს
თარიღი 26 იან 2022, 02:06

„ბარსელონას“ შემტევს უსმან დემბელეს, კლუბთან შექმნილი კონფლიქტის მოგვარება სურს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ფრანგს სურს, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას პირადად შეხვდეს და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე სწორედ მას დაელაპარაკოს.

დემბელე ფიქრობს, რომ თავისი თანამემამულის, სამუელ უმტიტის მსგავსად უნდა მოიქცეს, რომელიც გასულ ზაფხულს ლაპორტას პირადად შეხვდა, გუნდში დარჩენაზე დაელაპარაკა და მას შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ დემბელემ „ბარსელონას“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც კლუბს ის მატჩების განაცხადშიც აღარ შეყავს და სურს, ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაყიდოს.

თუმცა, უსმანი არ ნებდება და „კამპ ნოუზე“ დარჩენის გახანგრძლივება სურს, თუნდაც პრეზიდენტთან პირადად შეხვედრის ფასად.