ავტორიზაცია

VIDEO: შეჯახება, რომლის გამოც მანემ თამაში ვერ გააგრძელდა მატჩის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა

თარიღი 26 Jan 2022, 02:16

„ლივერპულის“ და სენეგალის ნაკრების შემტევი, სადიო მანე, კაბო-ვერდესთან აფრიკის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ, საავადმყოფოში მოხვდა.

შეხვედრის 52-ე წუთზე სენეგალელთა ლიდერი კაბო-ვერდეს მეკარეს, ჟოზიმარ ვოზინიას თავით შეეჯახა, რის გამოც გოლკიპერმა წითელი ბარათი მიიღო, მანე კი გარკვეული დროის მანძილზე თამაშს აგრძელებდა, თუმცა 70-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა, რადგან თავი შეუძლოდ იგრძნო.

Wiwsport-ის ინფორმაციით, თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მას გამოკვლევები ჩაუტარეს და საბედნიეროდ, მანეს სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

სენეგალის ნაკრები კი აფრიკის თასის ¼-ფინალში გავიდა, სადაც მალისა და ევკატორული გვინეას შორის გამარჯვებულს შეხვდება.