ავტორიზაცია

რომამ მხითარიანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

რომამ მხითარიანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 26 იან 2022, 11:59

ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი სავარაუდოდ სეზონის ბოლოს "რომას" დატოვებს. კლუბის ხელმძღვანელობა 33 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის განახლებას არ გეგმავს, იუწყება Roma Press, La Repubblica-ზე დაყრდნობით.

სომეხ ფეხბურთელს რომაელებთან ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება, ის თავისუფალი აგენტი გახდება. "რომა" უკვე იკვლევს მხითარიანის შეცვლის ვარიანტებს.

სომეხი შემტევი ნახევარმცველი წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს - ეს არის კლუბის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი.

ნახევარმცველი "რომაში" 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ს 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ჰენრიხის სახელს მოსკოვის "სპარტაკსა" და "კრასნოდარს" უკავშირებენ.