ჰაკიმი: "დავარტყამ თუ არა ჯარიმებს პსჟ-შიც? რთული იქნება, მაგრამ ლეოს და ნეიმარს დაველაპარაკები"
მალავის კარში გატანილი შესანიშნავი ჯარიმის შემდეგ, აშრაფ ჰაკიმის ჰკითხეს, შეასრულებს თუ არა ის „პსჟ-ში“ ამიერიდან სტანდარტულ მდგომარეობებს.
აფრიკის თასზე ჰაკიმისთვის ეს უკვე მეორე გატანილი ჯარიმაა - აქამდე მან გაბონის კარის აღება მოახერხა პირდაპირი საჯარიმო დარტყმით.
„რთული იქნება. თუმცა ვეცდები ლეოს და ნეიმარს დაველაპარაკო.“ - უპასუხა ზემოთხსენებულ შეკითხვას ჰაკიმიმ გაღიმებულმა.
აფრიკის თასის ¼-ფინალში მაროკო კოტდიუვარი - ეგვიპტეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომლებიც დღეს 26 იანვარს შეხვდებიან ერთმანეთს.