ავტორიზაცია

ვენგერი: "ახლა ხალხი მუდამ მნიშვნელოვანი მოვლენებით უნდა გამოკვებო"

ვენგერი: "ახლა ხალხი მუდამ მნიშვნელოვანი მოვლენებით უნდა გამოკვებო"
თარიღი 26 იან 2022, 15:53

„არსენალის“ ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, რომელიც ფიფაში გლობალური განვითარების თანამდებობაზე მუშაობს, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარების იდეაზე ისაუბრა.

„ყველაფერს საფეხბურთო სამყარო გადაწყვეტს. მე მთხოვეს სანაკრებო მატჩების კალენდარი დავაორგანიზო, მაგრამ თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ 2028 ან სულაც 2030 წლამდე არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ 2026 წლის მსოფლიო და 2028 წლის ევრო უკვე დაგეგმილია. ეროვნული ფედერაციები გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღბენ.

მე გამოვდივარ ინიციატივით რომ დავაორგანიზოთ კალენდარი ისე, რომ უფრო ნაკლები დაძაბულობა იყოს კლუბებსა და ნაკრებებს შორის შემცირდეს, შესარჩევის მატჩები უფრო დაჯგუფდეს და მნიშვნელოვანი ტურნირები სეზონის ბოლოს ჩატარდეს.

ჩვენ ოთხწლიანი ციკლების მქონე სისტემით გავიზარდეთ. საფეხბურთო სამყარო ყოველთვის ეწინააღმდეგება ცვლილებებს და ეს მართალია, რომ ჩვენი პროექტი მთელ კალენდარს თავდაყირა აყენებს.

მაგრამ თუ თქვენ ახალგაზრდა თაობას გადახედავთ, 10-დან 18 წლამდე, მათ დროის ასეთი შეგრძნება არ გააჩნიათ და დიდ მოვლენებზე სხვაგვარი მოთხოვნები აქვთ. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხალხი მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოკვებო, რათა ისინი ამას მიევიონ. ვფიქრობ, ყველაფერი 2024 წლამდე გადაწყდება.“ - ციტირებს ვენგერის სიტყვებს L’Equipe.