ავტორიზაცია

"მიკვირს ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტს რომ დათანხმდნენ", - ლინეკერი უოტფორდში ახალი მწვრთნელის დანიშვნას ირონულად გამოეხმაურა

"მიკვირს ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტს რომ დათანხმდნენ", - ლინეკერი უოტფორდში ახალი მწვრთნელის დანიშვნას ირონულად გამოეხმაურა
თარიღი 26 იან 2022, 15:58

ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა, გარი ლინეკერმა, „უოტფორდში“ მწვრთნელის მორიგ ცვლილებაზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

ამ სეზონში გუნდისთვის ეს უკვე მესამე მთავარი მწვრთნელია - პრემიერ ლიგაში სტარტს ისინი ჩისკო მუნიოსთან ერთად იწყებდნენ, შემდეგ კლაუდიო რანიერი დანიშნეს, ახლა კი სეზონის ბოლომდე როი ჰოჯსონი მიიყვანეს.

„ესეც ასე, „უოტფორდმა“ სეზონის ბოლომდე კონტრაქტი როი ჰოჯსონთან გააფორმა. მიკვირს, რომ ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტს დათანხმდნენ.“ - წერს ლინეკერი „ტვიტერში“.

ჩისკო მუნიოსმა „უოტფორდი“ გასული სეზონის შედეგად პრემიერ ლიგაში ამოიყვანა, თუმცა უკვე 4 ოქტომბერს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კლაუდიო რანიერი მიიყვანეს, რომელთან ერთადაც გუნდმა 14 მატჩში 11 მარცხი იწვნია, ორჯერ მოიგო და ერთხელაც ფრე ითამაშა.