ავტორიზაცია

ოფიციალურად: ოლივერ კანმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ბაიერნს მცველი უფასოდ დატოვებს

ოფიციალურად: ოლივერ კანმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ბაიერნს მცველი უფასოდ დატოვებს
თარიღი 26 იან 2022, 16:31

„ბაიერნის“ დირექტორმა, ოლივერ კანმა, ოფიციალურად დაადასტურა ნიკლას სულეზე გავრცელებული ის ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩაიშალა და გერმანელი მცველი, რომლითაც სხვადასხვა გუნდები ინტერესდებიან და მათ შორის „ბარსელონაც“, ბავარიულ კლუბს სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს.

„მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა. მას შეთავაზება გავუკეთეთ, რომელზეც უარი თქვა.

შესაბამისად ვიცით, რომ ნიკლასს სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება სურს.“ - აღნიშნა კანმა.

ეს იქნება „ბაიერნისთვის“ ზედიზედ მეორე ზაფხული, როცა გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ცენტრალური მცველი დატოვებს - გასული სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალში“ უფასოდ დავიდ ალაბა გადაბარგდა.