ავტორიზაცია

ტაკინარდი: "ამ ტრანსფერით ანიელი ვა-ბანკზე მიდის, როგორც ეს რონალდუს დროს იყო"

ტაკინარდი: "ამ ტრანსფერით ანიელი ვა-ბანკზე მიდის, როგორც ეს რონალდუს დროს იყო"
თარიღი 26 იან 2022, 17:06

„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელმა, ალესიო ტაკინარდიმ, ტურინულ გუნდში „ფიორენტინას“ ლიდერის, დუშან ვლაჰოვიჩის მოახლოვებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

„ბებერი სინიორა“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის - კლუბები შეთანხმებულები არიან და „იუვენტუსი“ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის საკითხებს აგვარებს.

„ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სეზონის გადატრიალება შეუძლია. ვფიქრობ, ანიელი დაიღალა იმ მიმართულებისგან, რომლითაც გუნდი მიექანებოდა.

მას გამარჯვებები სურს, უნდა რომ ისევ მოწინავე პოზიციებზე იყოს, სხვანაირად ამ სერიოზულ ინვესტიციებს ვერ ახსნი. ეს სიგნალია ყველასთვის და მათ შორის - თავისივე გუნდისთვისაც.

ანიელი ვა-ბანკზე წავიდა, როგორც ეს იყო მაშინ, როცა ის „რეალიდან“ კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობდა. ვლაჰოვიჩი „იუვეს“ გოლებს გარანტირებულად მოუტანს.“ - აღნიშნა ტაკინარდიმ.