ავტორიზაცია

პრემიერ ლიგამ კოვიდის გამო მატჩების გადადების სისტემა მთლიანად შეცვალა

პრემიერ ლიგამ კოვიდის გამო მატჩების გადადების სისტემა მთლიანად შეცვალა
თარიღი 26 იან 2022, 17:14

ინგლისის პრემიერ ლიგამ კორონავირუსის გამო თამაშების გადადების წესი შეცვალა.

ამიერიდან, კლუბები ვალდებულები არიან წარადგინონ მტკიცებულებები, რომ გუნდის მინიმუმ ოთხ წევრს კოვიდ19 აქვს დადასტურებული.

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გასცემს ლიგა უფლებას, რომ გუნდის უახლოესი შეხვედრა გადაიდოს და დათქმულ დროს არ ჩატარდეს.

ადრე, მატჩის გადატანა დამოკიდებული იყო გუნდისთვის ხელმისაწვდომ ფეხბურთელთა რაოდენობაზე - აქ იგულისხმებოდა როგორც კოვიდინფიცირებულები, ისე ნაკრებში წასული და ტრავმირებული ფეხბურთელები.

თუ პირველი გუნდის 13 ფეხბურთელის მოგროვება შესაძლებელი იყო, მატჩი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. 

პრემიერ ლიგის კლუბების შეკრებაზე ასეთ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება არავისი მხრიდან არ მოჰყოლია.