ავტორიზაცია

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს მხითარიანი რომას დატოვებს

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს მხითარიანი რომას დატოვებს
თარიღი 26 იან 2022, 17:19

სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი, დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ „რომას“ დატოვებს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, შემტევს რომაულ გუნდთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და დიდი ალბათობით, მას ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებენ.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - მხითარიანის ხელფასია, რომელიც წელიწადში 3 მილიონ ევროს იღებს. რომაულ გუნდს კი არ სურს 33 წლის ფეხბურთელისთვის ამხელა ფულის გადახდა და მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

მხითარიანი „რომაში“ 2019 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან სერია ა-ს 34 მატჩში 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ სეზონში კი მან იტალიის ჩემპიონატის 22 მატჩში 3 გოლი და 5 ასისტი ჩაიწერა აქტივში.