ავტორიზაცია

არსენალი და ნიუკასლი ასტონ ვილას ნახევარმცველისთვის იბრძვიან

არსენალი და ნიუკასლი ასტონ ვილას ნახევარმცველისთვის იბრძვიან
თარიღი 26 იან 2022, 17:31

„ასტონ ვილას“ ნახევარმცველი დუგლას ლუისი „არსენალის“ და „ნიუკასლის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

Goal.com-ის ინფორმაციით, „მეთოფეები“ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდებიან. მიკელ არტეტა ჯერ კიდევ ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწეობის დროს აკვირდებოდა ბრაზილიელის თამაშს, რომელიც იმდროისთვის „ჟირონაში“ იჯარით ასპარეზობდა. 

„ნიუკასლი“ კი ისეთ ნახევარმცველებს ეძებს, რომლებსაც ამჟამინდელ გუნდებთან 1.5 წლით ან ნაკლებით აკავშირებს კონტრაქტი და ლუისი ამ კრიტერიუმს შეესაბამება.

მიმდინარე სეზონში დუგლას ლუისმა 17 მატჩში 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.