ავტორიზაცია

ბათუმის დინამო ძლიერდება! ჩემპიონებმა თავდამსხმელი დაიმატეს

ბათუმის დინამო ძლიერდება! ჩემპიონებმა თავდამსხმელი დაიმატეს
თარიღი 26 იან 2022, 17:43

29 წლის თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს.

ამის შესახებ შავიზღვისპირელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ელგუჯა ლობჯანიძემ 2021 წლის სეზონი ყაზახეთში, ტობოლში გაატარა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. კოსტანაელთა მაისურით 29 მატჩში 4-ჯერ გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის დინამოში 2017 წელსაც თამაშობდა, სადაც 10 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. 29 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრებში 10 მატჩიც აქვს ჩატარებული.