"გასახდელში ვტიროდი და მესი დამეხმარა", - ნეიმარმა ბარსელონაში პირველი სეზონი გაიხსენა
„ბარსელონას“ ექს-ფორვარდმა, ნეიმარმა, კატალონიურ გუნდში გატარებული პირველი სეზონი გაიხსენა.
ბრაზილიელი შემტევი „კამპ ნოუზე“ 2013 წელს მშობლიური „სანტოსიდან“ გადავიდა.
„ბარსაში გადასვლის შემდეგ, ლეო მესიმ მითხრა: „ჩემზე არ ინერივულო, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმარო, შენ კი თავდაუზოგავად მუშაობა გააგრძელე.“ ვფიქრობ, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელიც მჭირდებოდა.
„ბარსაში“ პირველი სეზონის დროს დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი და საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. გასახდელში ვტიროდი და სწორედ ამ დროს დამელაპარაკა მესი, რამაც ყველაფერი შეცვალა.“ - აღნიშნა ნეიმარმა „ნეტფლიქსის“ მიერ მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.