ავტორიზაცია

ტრანსფერი დაიხურა - ინტერმა გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველი დაიმატა

ტრანსფერი დაიხურა - ინტერმა გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველი დაიმატა
თარიღი 26 იან 2022, 19:57

„ატალანტას“ მცველი რობინ გოსენსი კარიერას იტალიის ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი დახურულია, გოსენსი „ინტერთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს და გუნდს იანვარშივე შეუერთდება.

გერმანელი ფეხბურთელი „ნერაძურის“ რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავა, ზაფხულში კი „ინტერს“ ფეხბურთელის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. 

გოსენსი „ატალანტაში“ 2017 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი „ჰერაკლესში“, „დორდრახტში“ და „ვიტესში“ ასპარეზობდა. 

„ატალანტასთან“ კონტრაქტით ის 2023 წლის ივნისამდე იყო დაკავშირებული, პორტალი Transfermarkt კი მას 35 მილიონ ევროდ აფასებს.