ავტორიზაცია

"მხოლოდ ოფიციალურ განცხადებას დაუჯერეთ", - ლიონი ნიუკასლთან სრულ შეთანხმებას უარყოფს

"მხოლოდ ოფიციალურ განცხადებას დაუჯერეთ", - ლიონი ნიუკასლთან სრულ შეთანხმებას უარყოფს
თარიღი 26 იან 2022, 20:00

„ლიონის“ ოფიციალური ვებ-გვერდი უარყოფს ინფორმაციას, რომ გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერი „ნიუკასლში“ უკვე დახურულია.

„ლიონი შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ მხოლოდ კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას.“ - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ლიონმა“ ბრუნოს თაობაზე „ნიუკასლისგან“ 40-მილიონიანი შემოთავაზება დააკმაყოფილა და ფეხბურთელი კარიერას ნისლიან ალბიონზე გააგრძელებს.

24 წლის ბრუნო გიმარაეში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და „ლიონში“ „ატლეტიკო პარანაენსედან“ 2020 წლის იანვარში 20 მილიონ ევროდ გადავიდა. 

ამის შემდეგ, ბრუმომ „ლიონში“ 71 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბრუნომდე „ნიუკასლმა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისელები: მცველი კიერან ტრიპიერი და შემტევი კრის ვუდი დაიმატა.