ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვულვზმა ლაიპციგის სამხრეთკორეელი თავდამსხმელი გამოისყიდა

ოფიციალურად: ვულვზმა ლაიპციგის სამხრეთკორეელი თავდამსხმელი გამოისყიდა
თარიღი 26 იან 2022, 20:13

„ვულვერჰემპტონმა“ „ლაიპციგის“ სამხრეთკორეელი თავდასმხმელი, ჰვან ჰი ჩანი გამოისყიდა.

ინფორმაციას „მგლების“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება. ფეხბურთელი „ვულვზში“ სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობდა.

„ვულვერჰემპტონთან“ ჰი ჩანმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, ტრანსფერის ღირებულებამ კი 16.7 მილიონი ევრო შეადგინა. 

საინტერესოა, რომ „ვულვზმა“ ფეხბურთელის გამოსყიდვა მის დაბადების დღეზე, 26 იანვარს დაადასტურა.

ამ სეზონში ჰვან ჰი ჩანმა პრემიერ ლიგის 14 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.